ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი გახარია: საქართველო რეგიონში ერთადერთია,  სადაც FDI იზრდება 
9 ივნისი, 2017, 13:37
გიორგი გახარია: საქართველო რეგიონში ერთადერთია,  სადაც FDI იზრდება 

თბილისი (GBC) - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 4% -იან ზრდას ეკონომიკის მინისტრი მნიშვნელოვანს უწოდებს. 

გიორგი გახარია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  4%-მდე ზრდა არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან რეგიონში   პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ ყველგან კლებაა. 

"ჩვენი მიზანია გვქონდეს და აუცილებლად გვექნება  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო მეტი ზრდა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ 3,8-ჯერ არის გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი. 

 „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ   რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში იყო  კლების ტენდენცია პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 ის ამბობს, რომ შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე, ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის კარგი გარემოა შექმნილი. 

"საქართველო  აგრძელებს მიზნობრივ საინვესტიციო ჯგუფებთან მუშაობა, რათა ქვეყანა მუდმივად დარჩეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესთა არეალში", - ამბობს მინისტრი. 

შეგახსენებთ, 2017 წლის I კვარტალში უცხოელმა ინვესტორებმა  403.3 მლნ. აშშ დოლარი დააბანდეს. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები