| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "გლობალური ეკონომიკა და სავალუტო ფონდის როლი მსოფლიოში" -თემაზე დისკუსიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ ეკონომიკას და მის გავლენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. გამომსვლელებმა ისაუბრეს მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმაზე, საქართველოს პასუხზე საგარეო შოკსა და ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსა და დოლარიზაციაზე.
სებ-ის პრეზიდენტმა მცირე ზომის, ღია ეკონომიკებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც საგარეო შოკებთან გამკლავება უწევთ.
"2014-2016 წლებში რამდენიმე უარყოფით საგარეო შოკი დაფიქსირდა, რომლებიც ნეგატიურად ზემოქმედებდნენ არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე არამედ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებსა და ზოგადად მთელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკებზე. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული იყო ქვეყნების ცენტრალური ბანკების პოლიტიკის რეაგირება ხსენებულ შოკებზე. განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკებს შორის. კერძოდ, მაშინ როდესაც ზოგმა ქვეყანამ გაცვლითი კურსის მართვის მიზნით აქტიური სავალუტო ინტერვენციები განხორციელა, ზოგიერთ ქვეყანაში კურსის გაუფასურების საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად გამკაცრდა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა კონცენტრირებული იყო ინფლაციის მოლოდინებზე, ხოლო ინტერვენციები კი - იშვიათი ჭარბი მერყეობის შერბილებაზე.
"საგარეო შოკებზე სწორი რეაგირების გარდა მნიშვნელოვანია ასევე ადგილობრივი ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვაც. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს საქართველოს მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევებს. დღეს სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილესთან ერთად ამ საკითხებზეც გავამახვილეთ ყურადღება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
საქართველოში რეფორმების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით პოზიტიურ ვითარებაზე ისაუბრა სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ.
"ჩვენ ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ უფრო მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკას, რითიც სარგებელს ნახავს მოსახლეობა. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმის განხორციელებას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საკითხებს. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სტრუქტურულ რეფორმებზე, სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მოსახლეობა და ახალგაზრდა თაობა საკუთარი თავის რეალიზებას უკეთ შეძლებს. ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი გარემო, რომელიც განავითარებს სხვადასხვა შესაძლებლობებს უცხოური ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებასთან ეფექტური თანამშრომლობის გზით წარმატებით განვახორციელებთ დაგეგმილ პროგრამებს", - განცხადა ტაო ჟენგმა.
დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნისახელმწიფო უნივერსიტეტისა და ISET-ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss