| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წამყვანი ბიზნესგაერთიანებები კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნებას მოითხოვენ. აცხადებენ, რომ ჩანაწერის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის.
ბიზნესმენები ამბობენ, რომ კონსტიტუციაში ამ მუხლის არსებობა უზრუნველყოფს საქართველოში უნიკალურად მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, რომლის შენარჩუნებაც უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
“ინვესტორს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს ინვესტიცია რეგიონის თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და, ამ მხრივ, კონკურენცია ქვეყნებს შორის მუდმივად იზრდება. ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო ინვესტორს უნდა სთავაზობდეს უნიკალურ, სტაბილურ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არ არის ნათელი, რა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია საქართველოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რეგიონთან შედარებით. ამ ჩანაწერის გაუქმება საგრძნობლად გააუარესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით და შეამცირებს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს აღნიშნული საკონსტიტუციო ჩანაწერი და მის შესაბამისად მიღებული ორგანული კანონი - „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.
ბიზნესი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ გაიზარდოს, თუ არა მათი გადასახადები - მოქალაქეების უფლება, რეფერენდუმის გზით გადაწყვიტონ გადასახადების გაზრდის საკითხი, უშუალოდაა დაკავშირებული მათ უფლებასთან - განკარგონ საკუთარი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლები და ეს განახორციელონ პირდაპირი დემოკრატიის ფორმით.
“ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყნის ძირითადი კანონიდან ამ მნიშვნელოვანი გარანტიის გაქრობა გააჩენს არასტაბილურობის განცდას და გადასახადების ზრდის მოლოდინს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის, მოქალაქეების და ბიზნესსექტორისათვის თანაბრად დამაზიანებელი იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველო და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss