| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ჯიპიაი ჰოლდინგმა კერძო სადაზღვევო სისტემის ჯანდაცვის დაფინანსებაში ინტეგრირების მოდელი წარადგინა.
კომპანია აცხადებს, რომ ამ მოდელით შესაძლებელი ხდება მოსახლეობის 60%-ის დაფარვა მოხდეს, რაც ჯანდაცვაზე საბიუჯეტო დანახარჯის განახევრებას გამოიწვევს.
ახალ მოდელზე კომპანიის სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, ბესიკ ფესტვენიძემ „პაშა ბანკის“ მიერ გაიმართულ ბიზნეს -კონფერენციაზე ისაუბრა.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ინიცირებული მოდელი ითვალისწინებს კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა (ფორმალური სექტორი) სავალდებულო, კერძო დაზღვევით უზრუნველყოფას. ამ მიდგომით კერძო სისტემას ექნება შესაძლებლობა სწრაფად და უმტკივნეულოდ მოიცვას 2 მლნ ადამიანზე მეტი და უზრუნველყოს ეს სეგმენტი როგორც არსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, ასევე სხვა დამატებითი მომსახურებით. მსგავსი მიდგომის დანერგვით , შესაძლებელი იქნება ე.წ. „სარკისებური“ პაკეტის ღირებულების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება - კომპანიის წინასწარი გათვლებით, საოჯახო პრემია (მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობისა) თვეში მხოლოდ 45 ლარიდან 50 ლარამდე იქნება.
„ისევე როგორც, მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც შეიძლება ამუშავდეს სისტემა, სადაც დამქირავებელი და დაქირავებული ინაწილებენ დაზღვევის გადასახდს - შემოსავლის მიხედვით დგინდება დამქირავებლის თანამონაწილეობის წილი, რომ ორივე მხარემ უპრობლემოდ შეძლოს დაზღვევის პრემიის გადახდა. ჩვენი მოსაზრებით, ეს იქნება დღეს ყველაზე ეფექტური მიდგომა, რომელიც დიდ საბიუჯეტო წნეხს ჩამოაშორებს ქვეყნის ბიუჯეტს და უფრო ეფექტურს გახდის ჯანდაცვის დაფინანსებას. ამავდროულად მნიშვნელოვნად გაიზრდება ბენეფიციარების კმაყოფილება, ხოლო დამსაქმებლებს დამატებითი სარგებელი ექნებათ“, - აცხადებს ბესიკ ფესტვენიძე.
„ჯიპიაი“-მ ისაუბრა ასევე დაზღვევაში გადახდილ თანხაზე საგადასახადო შეღავათის შემოღებაზეც, რაც ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, როგორც დამსაქმებლისა და დასაქმებულების ამ სისტემაში ჩართვის ერთ-ერთი მნიშვნელვანი მოტივატორი.
საქსტატის ცნობით , მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულია 570,000 ადამიანი, რომელთა მხოლოდ 28% სარგებლობს კერძო დაზღვევით. მაღალშემოსვლიან სეგმენტში (შემოსავალი 40,000 ლარი და მეტი) კი მხოლოდ 30%ია დაზღვეული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss