| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ორი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორობის და ეკონომიკურ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებმა.
„გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა“, - ასე აფასებს გიორგი გახარია კოლეგასთან გამართულ შეხვედრას, მისი თქმით, შეიქმნა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რათა „გადავიდეთ ყოველდღიური მუშაობის რეჟიმშზე“.
„ჩვენ კარგად გვესმის აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა როგორც სატრანსპორტო კორიდორების, ისე ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. აზერბაიჯანი არის საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მათი მხრიდან იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხარისხის ზრდა ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სტრატეგიულ პარტნიორობასა და სატრანსპორტო დერეფნებზე გაამახვილა ყურადღება შაჰინ მუსტაფაევმა, რომელიც ამბობს, რომ საუბარი შეეხო სატრანსპორტო დერეფნებს, სატრანსპორტო გადაზიდვების, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, ინვესტიციებისა და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ გაზრდილია ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა და ამ ტრენდის შენარჩუნების დიდი პოტენციალი არსებობს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთთანამაშრომლობას ინვესტიციების სფეროში.
„ჩვენი კომპანიები არიან მსხვილი ინვესტორები საქართველოში და და გვსურს, რომ აზერბაიჯანშიც უფრო მეტი ქართული კომპანია საქმიანობდეს, ვიდრე დღეს არის. შესაბამისად, ჩვენ ქართულ დელეგაციას გავაცანით აზერბაიჯანის საინვესტიციო გარემო და ის მიმართულებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს და მოიზიდოს ქართველი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss