ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფადი ასლი: ვერ ვიხსენებთ პერიოდს, როდესაც მსგავსი გამძაფრებული თავდასხმები ხორციელდებოდა უცხოურ ბიზნესებზე
14 ივნისი, 2017, 14:11
ფადი ასლი: ვერ ვიხსენებთ პერიოდს, როდესაც მსგავსი გამძაფრებული თავდასხმები ხორციელდებოდა უცხოურ ბიზნესებზე

თბილისი (GBC) - ფადი ასლიმ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრები საქართველოში ბიზნესკლიმატის დაღმავალობის საფრთხეზე გააფრთხილა და უცხოურ კომპანიებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები მიმოიხილა.

დახურულ შეხვედრას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორიც ესწრებოდა, რომელმაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.

 “ჯორჯიან მანგანეზის” იურისტმა კი, დამსწრეებს გააცნო „კრიმინალური ქმედებების ჯაჭვის შესახებ“, რომლებმაც გამოიწვიეს კომპანიის აქციონერების ექსპროპრიაცია.

 “გვსურს თქვენი ყურადღება გავამხვილოთ შემაშფოთებლად გაუარესებულ საინვესტიციო კლიმატზე. ერთ წელზე მეტია, რაც უცხოური ბიზნესის უდიდესი ნაწილი დაზარალდა ან ჯერ კიდევ წნეხის ქვეშ არის, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიებს ოპერირებას ბაზარზე და შესაბამისად, სერიოზულ ზიანს აყენებს მათ საქმიანობასა და საკუთრებას.  ზემოაღნიშნული პრობლემების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია სასამართლოებთან, სამართალდამცავ ინსტიტუტებთან და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან.  საიულუსტრაციოდ გაგაცნობთ დაზარალებული კომპანიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრია:  ტერა ბანკი, ფილიპ მორისი, ბრითიშ ამერიქან თობაქო, ყაზტრანსგაზი, გარდაბანი ჰოლდინგი, სილქ როუდ ჰოლდინგი, სითი პარკი, ბათუმის პორტი, ოპტიკალ სისტემს კორპორაცია, ჯი ფარადაისი, სამი ჰაბიბის საინვესტიციო ჯგუფი, შპს ჯორჯიან მანაგენიზი, კავკასიის ფონდი, ანკა ფუდ შვეიცარია, ბაზელ ჯგუფი...”, - განაცხადა ფადი ასლიმ და აღნიშნა, რომ მათ მიმართ ჩადებელი   უკანონო ქმედებები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და იმიჯზე საერთაშორისო მასშტაბით.

ICC –ის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოასწორა გადაწყვეტილება ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს საქმეზე.

“ჩვენ ვერ ვიხსენებთ პერიოდს, განვლილი ოცი წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი გამძაფრებული თავდასხმები ხორციელდებოდა უცხოურ ბიზნესებზე, სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს წუხილს.  ჩვენს შეშფოთებას უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე მოვლენების დაკვირვების შედეგად რჩება შთაბეჭდილება რომ მთავრობას არ შეუძლია ამ “უკონტროლო სუბიექტების” მიერ ბიზნესის მიმართ განხორციელებული თავდასხმების, რეკეტირების, ექსპროპრიაციისა და პარალიზების შემთხვევების შეჩერება”, - განაცხადა ბიზნესმენმა.  

ფადი ასლი ამბობს, რომ მათი დაკვირვებით, საქართველოში არსებობს ორი მმართველი ძალა: ერთის მხრივ, პოზიტიური და კონსტუქციული ძალა წარმოდგენილი პრემირ მინისტრისა, რამდენიმე  მინისტრისა და მინისტრთა მოადგილეების სახით, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას; მეორეს მხრივ კი, არსებობს ნეგატიური და დესტრუქციული ძალა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე მათ გარეთ - ე.წ. “უკონტროლო სუბიექტები”, რომლებიც არ ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს და არც მთავრობას აქვს მათზე კონტროლის შესაძლებლობა.

„როგორ შეგვიძლია ინვესტორებს შევთავაზოთ საქართველოში ჩამოსვლა, როცა ვფლობთ ინფორმაციას უცხოურ ბიზნესებზე არსებული თავდასხმების შესახებ?!  განა ჩვენი მორალური ვალდებულება არ არის გავაფრთხილოთ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც აპირებენ საქართველოში ინვესტირებას, იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მათ სამომავლო საინვესტიციო გეგმებს საქართველოში?! “უკონტროლო სუბიექტების” შეჩერებისთვის დაუყონებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები; სხვა შემთხვევაში საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდება და, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა იძულებული გახდება მსოფლიო მასშტაბით უცხოელი ინვესტორები გააფრთხილოს არსებული საინვესტიციო რისკებისა და საფრთხეების თაობაზე", - განაცხადა ფადი ასლიმ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები