ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სპეცმმართველმა ჯორჯიან მანგანეზის  გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა წარადგინა
14 ივნისი, 2017, 15:16
სპეცმმართველმა ჯორჯიან მანგანეზის  გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა წარადგინა

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა უკვე მზადაა.

გეგმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, კომპანიის ,,ჯორჯიან ამერიქან ელოიზის” აქციონერმა და წარმომადგენელმა ურიელ ლაბირმა და “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე წარადგინეს.

„გაიმართა არაერთი შეხვედრა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მაჟორიტარ აქციონერებთან, რომლებიც სრულად იზიარებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, მათი მხრიდან კარგად იქნა გააზრებული ლიცენზიითა და ნებართვით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების მნიშვნელობა რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით და ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი, სპეციალურ მმართველთან ერთად უზრუნველყონ მათი შესრულება განსახორციელებელი  გეგმის შესაბამისად“, - აცხადებენ სამინისტროში.

გეგმის მიხედვით, კომპანიაში  შეიქმნა ეკოლოგიური სამსახური, რომელიც სრულ მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგეგმილი სამუშაოების ნებისმიერი მიზეზით შეფერხება და დროულად იქნეს აღმოფხვრილი ყველა ხელისშემშლელი გარემოება.

ასევე კომპანია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას და ასევე შეწყდა გადახსნა-მოპოვებითი სამუშაოები აკ. წერეთლის სახ. მაღაროს ე.წ „საშევარდნოს“ კარიერზე, რადგან „ამ კარიერზე  ოპერირება გაუმართლებლად დიდ ზიანს აყენებდა  რაიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ვიდრე კომპანიის სხვა ობიექტები.“

დღევანდელ ბრიფინგზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის განმავლობაში შემუშავებული 14 პუნქტიანი საშუალოვადიანი (2017-2019 წლები) გეგმა წარმოადგინა, რაც ამავდროულად მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ჯერ კიდევ 2006 და 2009 წლებში განსაზღვრული სალიცენზიო და სანებართვო პირობებს ასახავს.

2017 წელი

უკვე დაიწყო და პერმანენტულად გაგრძლდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით;

დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით;

განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით;

მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები,  მათ შორის, ,,საშევარდნოს“ კარიერისთვის;

მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები.

2018-2019  წლები

2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის  მიზნით;

დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი;

უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქ. ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება სამინისტროსთან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები