ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავს
15 ივნისი, 2017, 10:41
საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავს

თბილისი (GBC) - “ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ქვეყანა და  გვსურს, რომ ტურიზმის სექტორში ურთიერთანამშრომლობის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბაქოში აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, აბულფას გარაევთან შეხვედრისას განაცხადა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა ტურისტულად მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდას, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას.

"აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელიც ტურიზმის ინფრასტრუქტურულ განვითარებას უკავშირდება.  ჩვენ ხაზი გავუსვით მნიშვნელოვან პლატფორმებს, სადაც ორივე ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობს. შევთანხმდით, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში  ერთიან პროექტებს განვავითარებთ, რათა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების  ცნობადობა ავამაღლოთ“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნო ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ხორციელდება ტურიზმის ხელშეწყობისთვის. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ შექმნიან სამუშაო ჯგუფებს და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლობენ კულტურული, ტურისტულად მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა–განხორციელებისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით,  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. 2016 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ  1 523 057,   ხოლო 2017 წლის ხუთ თვეში   უკვე 602 840 ადამიანი შეადგინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები