| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის საქმიანობით მისი ექს-პრეზიდენტი რომან გოცირიძე კმაყოფილია. მიაჩნია, რომ კობა გვენეტაძის პარლამენტში წარდგენილი წლიური ანგარიში სრულად ასახავს ცენტრალური ბანკის გაწეულ საქმიანობას და მხარს უჭერს.
ამასთან, სებ-ის მოახლოებულ გამოწვევებზე შეშფოთებას გამოთქვამს, 0.5 მლრდ-იან საბიუჯეტო ჩამორჩენაზე, რომლის დაბალანსებაც სებ-ს მოუწევს. ამბობს, რომ ინფლაცია იქნება სებ-ის №1 სადარდებელი, რომელიც მისი ვარაუდით გადაცდება 7%-ს და მიუხალოვდება 8% -ს.
შიშობს ვაი და ლარი არ გაუფასურდეს და წინა შემოდგომა არ განმეორდეს,დაუხარჯავ 1 მლრდ მთავრობა თუ ერთბაშად დახარჯავს. უკვირს რატომ ვერ ხარჯავს 0.5 მლრდ-ს, რაც საფინანსო სექტორს აწვება. ბანკები ლიკვიდობას ითხოვენ, რასაც რეფინანსირების სესხების სტატისტიკა მოწმობს, 225 მლნ იყო შარშანდელი პორტფელი და წელს ანალოგიური პერიოდისთვის არის 1.7 მლრდ. მონეტიზაცია იზრდება მაგრამ ბაზარს ძვრა არ აქვს, არც სარეზერვო ფულის მასა მატულობს და არც ინფლაცია, პროპორციულად - „საბანკო სისტემას ფული არ აქვს, რადგან საბიუჯეტო არხებით ფული საფინანსო სისტემაში არ გადაედინება“. ფიქრობს, არაჯანსაღი რეალობა ინსტრუმენტის დანიშნულებას სცდება, ამდენი ფული მოკლევადიან ლიკვიდობის მართვას არ სჭირდება. ეჭვობს, რომ ლოგიკურ პროცესებს რაღაც აჩერებს, - „რაღაც დაზღვევის მექანიზმები გაჩნდა, ამავე დრო ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი“.
ამასთან, სიამოვნებს რომ ბოლო ხუთწლედში პირველად, სებ-ის წლიური ანგარიში ლარის კურსის ხსენების გარეშე განიხილება, ეროვნული ვალუტა რომ სტაბილურია.
მან სებ-ის როლზე გაამახვილა ყურადღება, როგორც კონსტიტუციურად მთავრობის ოპონენტის, მისი ბანკირის, მრჩევლის და ფისკალური აგენტის. ცენტრალური ბანკი მისი გზის მაჩვენებლი უნდა იყოს, დესტაბილიზაციისგან ქვეყნის დასაცავად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss