ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ირაკლი კოვზანაძე: დღეს სებ-ს ჰყავს კვალიფიციური მენეჯმენტი
16 ივნისი, 2017, 14:04
ირაკლი კოვზანაძე: დღეს სებ-ს ჰყავს კვალიფიციური მენეჯმენტი

თბილისი (GBC) - ,,პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ დოკუმენტი საინტერესო ფორმატით არის წარმოდგენილი და გასული წლებისაგან განსხვავებით უფრო სიღრმისეულად და ფართოდაა გაანალიზებული მთელი რიგი საკითხები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშის განხილვისას.

ირაკლი კოვზანაძის აზრით, პარლამენტის წინაშე წარმოდგენილ ანგარიშში განხილული, გაანალიზებული და შეფასებულია ქვეყნის ეკონომიკისათვის და საფინანო სექტორისათვის არც თუ იოლი  გასული წლის მანძილზე ეროვნული ბანკის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი. ძირითადი აქცენტი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზეა კონცენტრირებული. თუმცა პროფესიულად და სიღრმისეულად არის  წარმოჩენილი მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის, ეგზოგენური ფაქტორების როლი ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სენსიტიურ, საბანკო სეგმენტის ფუნქციონირებაზე.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით:,,დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჰყავს კვალიფიციური მენეჯმენტი კობა გვენეტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული ბანკის საქმიანობაში კი არის სიახლეები და პოზიტიური ასპექტები, საქმიანობის გაუმჯობესების სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს არამარტო საბანკო სექტორის მდგრადობაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებითაც“.

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ კოლეგებს მიმართა წინადადებით საქართველოს პარლამენტის მიერ მოწონებული და დამტკიცებული იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები