ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა კარიერული განვითარების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
16 ივნისი, 2017, 18:13

თბილისი (GBC) - იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ პროექტის - „კარიერული განვითარების“ -  შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მასში მედიაციის სახლის 30 ბენეფიციარი მონაწილეობდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და წარმატებული კარიერის დაგეგმვა.

შემაჯამებელ შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო და პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ იურისტები, ახალბედა დიზაინერები, სტარტაპელები. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს პროფესიული არჩევანისა და წარმატების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს.

თეორიულ საკითხებთან ერთად, პროექტის დიდი ნაწილი დაეთმო დისკუსიებს, შემთხვევის/მაგალითების განხილვას, თემატურ სავარჯიშოებს და სხვა. მედიაციის სახლის ბენეფიციარებმა მოისმინეს სხვადასხვა შინაარსის სესიები. მათ შორის - რა არის კარიერის თანამედროვე კონცეფციები; თვითშემეცნება და მისი გავლენა კარიერაზე; წარმატებული კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი; კარიერული გადაწყვეტილების მიღების პრობლემები; კარიერული დაგეგმვა და სხვა. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოისმინეს საქართველოში არსებული უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების შესახებ დეტალური ინფორმაციაც. „კარიერული განვითარების“ მონაწილეები საჯარო სკოლებიდან გადმომისამართებული დაინტერესებული მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც მედიაციის სახლის სხვადასხვა სერვისს იღებენ.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში, რომელიც ნაძალადევის რაიონში მდებარეობს, არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად შეჭირვებულ, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები