ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმა TUM-ის ჩართულობით შემუშავდება
19 ივნისი, 2017, 12:17

თბილისი (GBC) - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს, მმართველობითი სტრუქტურებისა და განვითარების გეგმას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ, - თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International–ის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე უნივერსიტეტის მართვისა და სამეცნიერო თუ ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება მიუნხენის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სტანდარტები.

მიუნხენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს.

დეტალები გაწერილია თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც დღეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებულ ორგანიზაცია TUM International–სა და აიპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს“ შორის გაფორმდა. პროექტის დაფინანსების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდ „ქართუს“ შორის.

TUM International–თან გაფორმებული ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს, გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში.

კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისში 140 ჰექტარზე გაშენდება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ”.

პროექტზე მმართველი საბჭო იმუშავებს, რომლის შემადგენლობაში მიუნხენის უნივერსიტეტის, ასევე - საქართველოსა და ბავარიის მთავრობის წარმომადგენლები იქნებიან.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები