ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხვალიდან ქართული ქაფშია ევროკავშირს ბაზარზე დაიშვება
19 ივნისი, 2017, 15:55
ხვალიდან ქართული ქაფშია ევროკავშირს ბაზარზე დაიშვება

თბილისი (GBC) - შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული ქაფშია (ხამსა) რიგით მე-3 ცხოველური წამოშობის პროდუქტი იქნება, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა.

eugoergia-ს ცნობით, ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატი ოფიციალურად ხვალ, 20 ივნისს გამოაქვეყნებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ქართული კომპანიები ევროკავშირის ექსპორტისთვის ორი წელია ემზადებიან. ამ პერიოდში თევზის მწარმოებლებმა ქარხნების გადაიარაღება და სურსათის საერთაშორისო ჰიგიენის სტანდარტის (HACCP) დანერგვაც შეძლეს.

ევროკავშირის მხრიდან ქართული თევზის საწარმოების განვითარებას DG SANCO - (Directorate General Health and Consumers Affairs) აკვირდებოდა და საქართველოში ორი ვიზიტისა და შუალედური დასკვნების შემდეგ, ქაფშიას მწვანე შუქი აუნთეს.

ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები ქაფშიასგან ძირითადად თევზის ფქვილსა და თევზის ზეთს აწარმოებენ, ადგილობრივი ბაზრისთვის კი მცირე რაოდენობით ადამიანების საკვებად განკუთვნილი თევზის ცოცხალი სახით რეალიზაციასაც ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ პროტეინების მაღალი პროცენტული შემცველობის გამო ევროპელი სპეციალისტები ქართულ თევზის ფქვილს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები