ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სასამართლო: აპელირება უცხოელი ინვესტორებისათვის მიზანმიმართულად პრობლემების შექმნაზე სიმართლეს არ შეესაბამება
19 ივნისი, 2017, 19:12
სასამართლო: აპელირება უცხოელი ინვესტორებისათვის მიზანმიმართულად პრობლემების შექმნაზე სიმართლეს არ შეესაბამება

თბილისი (GBC) - უცხოური კომპანიების "დაჩაგვრას" თბილისის საქალაქო სასამართლო უარყოფს.

უწყება  ერთ-ერთი პოლიტიკური  პარტიის ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაციების "მცდარი და დაუზუსტებელია" 

" ერთ-ერთამ პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა : გიორგი დარახველიძემ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 365 მილიონი ლარით, ხოლო ვლადიმერ კაკაბაძემ კონკრეტული კერძო კომპანიები 150 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.

„სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი დარახველიძე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ბრალდების საქმეს არსებითად იხილავს, საქმის წარმოება მიმდინარეა და არავითარი ჯარიმა, კომპანიის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. ასევე, მიმდინარეა სამოქალაქო საქმის წარმოება „ტერაბანკის“ მიმართ, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება სამოქალაქო დავას, „ბრითიშ ამერიკან თობაქოსა“ და „ფილიპ მორისის“ მიმართ, საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კომპანიებისათვის ჯარიმების დაკისრების თაობაზე, ზემდგომ ინსტანციაში გაუქმდა. შესაბამისად, აპელირება უცხოელი ინვესტორებისათვის მიზანმიმართულად და ხელოვნურად პრობლემების შექმნის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მოსამართლის საქმიანი რეპუტაციისა და იმიჯის დისკრედიტაციისგან, მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები