| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ფერერო" საქართველოსათვის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის არა ერთ-ერთი, არამედ, ალბათ ყველაზე ეფექტური მაგალითია; ეს არის კომპანია უდიდესი გამოცდილებით, რომელთა გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა საქართველოსათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფერეროს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის, როგორც პრიორიტეტული სფეროს განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და თხილის ექსპორტის დიდ პოტენციალზე ისაუბრა.
პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე და მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად განათლების სისტემა დაასახელა.
„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მოთხოვნაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემა. ამასთან, მიზნად ვისახავთ, პროფესიული განათლების სასარგებლოდ შევცვალოთ ძალიან არაჯანსაღი განსხვავება უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობას შორის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის ანაკლიის პორტზე, ასევე მმართველობითი სისტემის რეფორმასა და საგადასახადო სისტემის რეფორმაზე.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის მეოთხე მიმართულების ფარგლებში, მომავალი წლის მესამე კვარტლიდან, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ყოვლისმომცველი რეფორმაც იგეგმება.
„შედეგად, 3-4 წელიწადში მივიღებთ მოქმედ საპენსიო სისტემას, რომელსაც შეეძლება ადგილობრივი საინვესტიციო კაპიტალის სახით რამდენიმე ასეული მილიონის წარმოება და ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი ამ თანხის ათვისებას სრულად შეძლებს. ეს ბაზარი დაუკავშირდება მოწინავე ევროპულ პლატფორმას. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი იქნება სრულიად ხელშესახები და გამოყენებადი გლობალურ ქსელში. ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც არსებული ტექნოლოგიური და პროგრამული სისტემების კომბინაციას ისახავს მიზნად. ის რევოლუციურ შედეგებსა და საქართველოს ეკონომიკისათვის არნახულ წინსვლას მოიტანს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss