| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ქართულენოვანმა Forbes-მა Forbes Banker-ის ახალი გამოშვება წარადგინა.
ჟურნალში საბანკო სფეროში მიმდინარე მოვლენები, განვლილი წლის შედეგები და საინტერესო რეიტინგებია წარმოდგენილი.
მეორე სპეცგამოშვების ფოკურსში „თიბისი დაზღვევა“, ყდაზე რისკების გამოცდილი მზღვეველი და ცნობილი ბანკირი პაატა ღაძაძე.
ჟურნალის პრეზენტაციას ტრადიციულად ეროვნულმა ბანკმა უმასპინძლა. სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ The Banker -ის გამოსვლა „გარე თვალით დანახული საბანკო წლის ერთგვარი შეჯამებაა“.
კობა გვენეტაძემ საბანკო და საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვან წელზე ისაუბრა, რომელიც დატვირთული იყო წარმატებებით, სიახლეებითა და ახალი პროექტებით.
„საბანკო სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი და ამადროულად ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, ჯანსაღი, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული სფერო. სწორედ ამიტომ ყოველი წელი ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს, გავზარდოთ გამჭვირვალობა. ამისათვის კი აუცილებელია გვქოდეს, ერთის მხრივ, ძლიერი, მომგებიანი, პროგრესული საფინანსო სისტემა, და მეორეს მხრივ, გვყავდეს გარანტირებულად დაცული და ინფორმირებული მომხმარებელი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მთავარმა ბანკირმა ახალ საკანონმდებლო პაკეტზეც ისაუბრა და ცვლილებებით პოზიტიური შედეგებიც დაანონსა.
„რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაუმჯობესებელია, მაგრამ წინსვლაც გვაქვს, და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია! ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესების პროფესიულ დონეზე შეფასებისა და, გნებავთ კრიტიკისათვის, უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური ბიზნეს გამოცემების არსებობა, სამწუხაროდ, თუმცა ჟურნალ „ფორბსის“ - თვის საბედნიეროდ ეს ბაზარი ჯერ კიდევ აუთვისებელია“, - აღნიშნა გვენეტაძემ.
წლიური ანგარიშების გარდა, გამოცემა მკითხველს დამოუკიდებელი ავტორების, ბიზნესგაერთიანებების და ექსპერტების მოსაზრებებს სთავაზობს.
პრეზენტაციაზე ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების რეიტინგი წარადგინა, რომლის მიხედვით "თიბისი ბანკი" ლიდერ პოზიციაზეა. 2016 წლის საბანკო სექტორის ძირითადი ტენდეციების და მოვლენების მიმოხილვა დაფუძნებულია Ernst&Young საქართველოსა და Forbes Georgia-ს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებზე.
Forbes Banker გაყიდვაში 21 ივნისიდან გამოვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss