ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
REGUS-ი საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის
20 ივნისი, 2017, 17:04
REGUS-ი საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის

თბილისი (GBC) - ოფისებით მომსახურების  უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის REGUS საქართველოში შემოვიდა. 

კომპანიის ოფისი 22 ივნისს, 17:00 საათზე ბიზნესცენტრში „ტაბიძე 1” გაიხსნება. 

Regus-ი ლიდერია მოქნილი პირობების მქონე სამუშაო სივრცეების უზრუნველყოფის სფეროში მთელ მსოფლიოში. მისი მომხმარებლები არიან ყველაზე წარმატებული სამეწარმეო ორგანიზაციები, ინდივიდუალური პირები და მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე კორპორაციები.

“Regus-ის მსგავსი კომპანია ძალიან ცოტაა მსოფლიოში. დღეს ის 3000 ოფისს ფლობს სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან სწრაფად იზრდება. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, Regus-ის  ქსელი 1000 ახალი ოფისით გაფართოვდა,” - აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი,  უძრავი ქონების განვითარების წამყვანი ქართული კომპანიის “რედიქსის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

REGUS-ის ქსელი მოიცავს 3000 ბიზნეს ცენტრს 120 ქვეყნის 900-მდე ქალაქში. მობილური, ვირტუალური და ინდივიდუალური ოფისების გამოყენებით, კომპანია საშუალებას აძლევს მომხმარებელს იმუშაოს ხელსაყრელ ფასად ყველგან, სადაც სურთ, შეუზღუდავი დროით და საორგანიზაციო საკითხების საზრუნავის გარეშე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები