| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტრო ახალ სამსახურს წარადგენს.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური პრეზენტაცია 21 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება.
უწყება აუდიტორთა ზედამხედველობას განახორციელებს და მომავალში სხვა უწყებებთან თანამშრომლობით კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს გამოაქვეყნებს.
უწყებაში ამბობენ, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფინანსური და მმართველობითი მონაცემების შემცველი საინფორმაციო რესურსები, რომლის სანდოობის ხარისხი იზრდება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის მეშვეობით.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და პროფესიული ორგანიზაციები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss