ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის ჩართულობით, ჯარში ფინანსური განათლების ტრენინგები დაიწყო 
21 ივნისი, 2017, 12:54
სებ-ის ჩართულობით, ჯარში ფინანსური განათლების ტრენინგები დაიწყო 

თბილისი (GBC) - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტრენერების ტრენინგი „ფინანსური განათლება ჯარში“ დაიწყო.

ტრენინგის მიზანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება და ფინანსურ ვალდებულებებთან, ფინანსების გონივრულად მართვასთან დაკავშირებით, საჭირო უნარების განვითარება წარმოადგენს. ტრენინგის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სწორ ფორმებს შეისწავლიან.

ტრენინგის პირველი ეტაპი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება, მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ და საქართველოში გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის რეგიონულმა დირექტორმა, ანია დაინცერმა მიმართეს.

 ტრენინგში მონაწილეობას 85 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს. მსმენელები ოთხ ჯგუფად განაწილდებიან და სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან ინფორმაციებს პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღებენ. მონაწილეებს შორის შეიარაღებული ძალების ის წარმომადგენლები არიან შერჩეულები, რომლებსაც მოგვიანებით, კოლეგებისთვის ტრენინგების ჩატარებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ დაფინანსებით განხორციელდა. ტრენინგს ეროვნული ბანკისა და გერმანული მხარის მიერ შერჩეული კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები