ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თევზის მწარმოებლებს 500 მილიონიანი ბაზარი გაეხსნათ
21 ივნისი, 2017, 13:39
თევზის მწარმოებლებს 500 მილიონიანი ბაზარი გაეხსნათ

თბილისი (GBC) - თევზის მწარმოებლებს 500 მილიონიანი ბაზარი გაეხსნათ.  

საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე გაიხსნა.

“დღეისათვის, 30 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი საექსპორტო ბაზარი იყო ქართული თევზისთვის. დღეიდან ქართულ პროდუქტს შესაძლებლობა ექნება 500 მილიონიან, უფრო მაღალ მსყიდველობითუნარიან ევროპულ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სექტორში გაჩნდება მეტი შესაძლებლობები, რაც იქნება სტიმული საქართველოში თევზჭერის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას.

მესამე ქვეყნების ოფიციალურ სიაში საქართველოს შეყვანის მიზნით, ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი 2014 წელს წარადგინა, გატარებული სამუშაოების შემდეგ, შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წამოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა.

აღსანიშნავია, რომ პროტეინების მაღალი პროცენტული შემცველობის გამო ევროპელი სპეციალისტები ქართულ თევზის ფქვილს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები