| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 23 -დან 25 ივნისის ჩათვლით სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP.
შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.
ტურნირის ორი ეტაპი 23 და 24 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალური ეტაპი 25 ივნისს ჩატარდება.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან.
“ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ვითიბის თასზე ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება და ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური ხდება. წელს პირველად ტურნირი არა თბილისის იპოდრომზე არამედ კაჭრეთში იმართება. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის განვითარებას და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას“, - აცხადებს ვითიბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss