| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში დაფნის წარმოებას მნიშვნელოვანი საექსპორტო შესაძლებლობა აქვს, -ამის შესახებ USIAD -ის პროექტ REAP-ის დაკვეთით, „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი.
არსებული სამი სახეობიდან (კეთილშობილი, კალიფორნიული და ინდური) საქართველო კეთილშობილი დაფნის ექსპორტით, თურქეთის შემდეგ, მეორე უდიდესი ექსპორტიორია და ყოველწლიურად 4000 – 5000 ტონა დაფნა გააქვს საზღვრებს გარეთ.
მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან: რუსეთი, თურქეთი და უკრაინა, აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოს ძირითადი კონკურენტიცაა, რომელიც საქართველოდან, ასევე სირიიდან ყიდულობს დაფნას და დამატებული ღირებულებით რეექსპორტზე გააქვს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შეუძლია კარგი ხარისხის ნედლეულის და კონკურენტული ფასების შეთავაზება საბოლოო პროდუქტზე, რაც ნიშნავს, რომ დაფნის ფოთოლს აქვს პოტენციალი შევიდეს ახალ საექსპორტო ბაზრებზე.
მკვლევარები იმასაც ამბობენ, რომ სანელებლებისა და მცენარეების, მათ შორის დაფნის მსოფლიო ბაზარი, ახლო მომავალში, წლიურ 6.5 მლრდ დოლარს გადააჭარბებს და 2019 წლამდე ყოველწლიურად 5%-ით გაიზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად საქართველოში ჯერ მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს საკუთარი დაფნის ფოთლის პლანტაცია: შპს „ქართულ დაფნა“ (5 ჰა), შპს „დაფნა“ (51 ჰა), „ჯუმითი“ (61 ჰა), ეს უკანასკნელი მომდევნო წლებში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნასაც გეგმავს.
სამრეწველო პლანტაციებიდან დაფნის ფოთლის წარმოება მხოლოდ 3%-ია, დანარჩენი 97% კერძო საკარმიდამო ნაკვეთებიდან არის შეძენილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss