ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ
26 ივნისი, 2017, 11:33
კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ

თბილისი (GBC) - კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ.

სებ-ის პრეზიდენტმა ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნები წესი" უკვე დაამტკიცა, რომლის მიზანიც  კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნებით, საბანკო სექტორის გამჭვირვალობის ამაღლებისა და, შედეგად, საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მოცემული წესი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური საკითხების შესახებ.

მოცემული ბრძანებით უქმდება არსებული "კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარების გამჭვირვალობის წესი" და ახალი წესით დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნება კვარტალური და წლიური პერიოდულობით მოითხოვება.

ახალი ბრძანებით განსაზღვრული კვარტალური ანგარიშგება ანაცვლებს კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების ამჟამინდელ ფორმას. ამასთან, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების გარდა, კომერციული ბანკები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ წლიური ანგარიშგება, რომელიც საზედამხედველო მაჩვენებლების რაოდენობრივი ინფორმაციასთან ერთად, მოიცავს ბანკის კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას.

სებ-ის ცნობით, აღსანიშნავია, რომ პილარ 3 ბაზელ III-ის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის განახლებულ ჩარჩოზე მუშაობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა 2015-2017 წლებში დაასრულა. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჩარჩოს მოთხოვნების ანალიზს თანმიმდევრულად ახორციელებდა. ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები შეესაბამება ბაზელის კომიტეტის განახლებული პილარ 3-ის ჩარჩოსა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის პრინციპებს.

მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ჩარჩოს დანერგვას ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები