ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთის ხელშეწყობით მნიშვნელოვანი სპორტული მანიფესტი განხორციელდა
26 ივნისი, 2017, 13:20
ლიბერთის ხელშეწყობით მნიშვნელოვანი სპორტული მანიფესტი  განხორციელდა

თბილისი  (GBC) - 25 მაისს, ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით „თბილისი დარბის გმირებისთვის“  - ამ სახელწოდებით გაიმართა 5 კილომეტრიანი გარბენი ლისის ტბაზე.

გარბენში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, რომელიც საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემასა და მათი სახელების უკვდაყოფას ისახავდა მიზნად.

საქველმოქმედო გარბენით შეგროვებული თანხით დაგეგმილია წინასწარ შერჩეული რეკრეაციული პარკის რეკონსტრუქცია. პარკში დაიდგმება გმირების მონუმენტები, რომლებიც აღწერენ მათ ისტორიას. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, გაისეირნოს და შეიტყოს მეტი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ვესტ პოინტის კურსდამთავრებული, ქართველი კადეტების მიერ დაარსდა და მიზნად ისახავს სოციალური აქტივობის გზით პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ქართულ საზოგადოებაში.

,,მოხარულები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ გარბენის ორგანიზებაში, რომელიც მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს დედაქალაქის ტრადიციულ ღონისძებად, რომლის მეშვეობითაც მიღებული თანხებით ყოველწლიურად მოხდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნისათვის თავდადებული პირების სოციალური აქტივობის გზით დაფასება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც ლიბერთი ბანკი თანამშრომლობს, საერთო მიზანი გვაერთიანებს - „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ“. -  ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები