ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს
26 ივნისი, 2017, 13:59
სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს

თბილისი (GBC) - მსოფლიო სათხილამურო   და  სნოუბორდის  ფრისტაილის  ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს, - აღნიშნული შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურმა მდივანმა სარა ლუისმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

პრემიერმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტების განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად - უკვე გაიხსნა სამი ახალი სათხილამურო კურორტი - გოდერძი, თეთნულდი, კოხტა-მიტარბი; მუშავდება კიდევ ოთხი კურორტის - ბაკურიანის, თუშეთის, მესტიისა და ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმები.

საქართველოს კანდიდატურა 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში 2017 წლის 1 მაისს წარადგინა. ჩემპიონატის  მასპინძელი ქვეყანა შეირჩევა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე,რომელიც საბერძნეთში 2018 წლის მაისში გაიმართება

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები