| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “ყაზახეთის რკინიგზა” რუსული ინოვაციური ვაგონების მიღებაზე უარს აცხადებს. ინოვაციურ ვაგონს ჩვეულებრივთან შედარებითი დიდი ტვირთის - (25 ტონა და მეტი) გადატანა შეუძლია.
რუსული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ შესაბამისი შეტყობინება “ყაზახეთის რკინიგზამ” რუს პარტნიორ კომპანიას 26 აპრილს გაუგზავნა. წერილის მიხედვით, ვაგონებს ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო ვერ მიიღებენ. შედეგად, მათ “რუსეთის რკინიგზა” არა მარტო ყაზახეთში ვერ გაგზავნის, არამედ ქვეყანას სატრანზიტო სივრცეშიც ვერ გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ინოვაციური ვაგონების შესყიდვა სახელმწიფოს სუბსიდირებით ხორციელდება, მოდელების ნაწილის გადაადგილება (ცარიელის) მნიშვნელოვანი შეღავათებითაც სარგებლობს.
როგორც რუსული მედია იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო რუსეთსა და ყაზახეთის რკინიგზებში კომენტარებისგან თავი შეიკავეს. რუსული საინფორმაციო პორტალი „კომერსანტი“ სარკინიგზო ოპერატორ „ვოსტოკ 1520“-ს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ვაგონების გაგზავნაზე ყაზახეთში პრობლემებია. „პირველ რიგში, ზარალდება ყაზახეთის ეკონომიკა. რადგან ქვეყანაში იმპორტი შეზღუდულია. ვიმედოვნებთ, სიტუაცია ივლის-აგვისტოში გაუმჯობესდება“, - აცხადებენ კომპანიაში. მსგავს პრობლემებზე საუბრობენ ორ ოპერატორ კომპანიაშიც.
„როსტრანსნადზორში“ აღნიშნავენ, რომ ყაზახეთის რკინიგზის მოქმედება არ შეესაბამება დსთ-ის ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 25-ტონიანი დატვირთვით ვაგონების მოძრაობა ნებადართულად გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი პარკის პროფიციტიდან გამომდინარე, იანვარში ყაზახეთმა უცხოური ცარიელი ვაგონების გადაადგილება აკრძალა. რუსეთის ოპერატორი კომპანია „ტეხნოტრანსი“ უკვე ჩივის იმაზე, რომ „ყაზახეთის რკინიგზა“ კონკურენციის კანონებს არღვევს. ყაზახი მეწარმეები აქტიურად იწვევენ რუს გადამზიდავებს, რადგან ვაგონების ადგილობრივი მფლობელები ვერ ახერხებენ, მთელი ტვირთის გადაზიდვას, - წერს „კომერსანტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, ყაზახეთს ესაჭიროება, პარკის ძვირადღირებულ მოდერნიზაციაში გაწეული ხარჯები ამოიღოს,
„ყაზახეთის ოპერატორთა ასოციაციამ არაერთხელ მიმართა მთავრობას, რომ თუ ბაზარი გაიხსნება, კონკურენციას ვერ გაუძლებენ“, - წერს გამოცემა. ბაზრის დანარჩენი მოთამაშეები ფიქრობენ, რომ ყაზახური მხარე უბრალოდ ცდილობს, ადრე შესყიდული ჩინური ინოვაციური ვაგონების რუსეთში გადაადგილების პრობლემის გადაჭრას.
ყაზახეთი შესაძლოა, ცდილობს, ოპერირების ფასი ადგილობრივ ბაზარზე მისაღებ დონემდე შეინარჩუნოს, რომელიც რუსული ვაგონების გამო ეცემა, - ფიქრობს რუსეთის ბუნებრივი მონოპოლიების პრობლემების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ვლადიმერ სავჩუკი.
ექსპერტი, სააგენტო „Infoline Аналитика”-ს ხელმძღვანელი, მიხაილ ბურმისტროვი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ხასიათი აქვს.
„ეს არის საპასუხო ნაბიჯი რუსეთის რკინიგზის მიმართ, რომელიც თავის ქსელში 25-ტონიან 5,4 ათას ყაზახურ ვაგონს არ უშვებს. ეს ვაგონები ჩინური წარმოებისაა. თუმცა, საქმე ეხება 28,7 ათას ტონა ტვირთს იანვარ- მაისში, ანუ, 500-ზე მეტ ვაგონს“, - აცხადებს ბურმისტროვი. მისი აზრით, ყაზახეთი წააგებს, რადგან ქვანახშირისა და მადანის გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის პოტენციალი აღნიშნული ვაგონებით ძალიან დიდია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss