ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, მოვახდინოთ საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური კონტროლი
27 ივნისი, 2017, 17:53
ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, მოვახდინოთ საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური კონტროლი

თბილისი (GBC)- უნდა გავაძლიეროთ საპარლამენტო ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე და პარალელურად  უზრუნველვყოთ მისი მაქსიმალური დამოუკიდებლობა, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის სხდომაზ „სახელმწიფო  აუდიტის  სამსახურის  2016 წლის საქმიანობის ანგარიშის“ განხილვის შემდეგ.

კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო და  რეკომენდაცია მისცა სესიაზე განსახილველად.

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა პარლამენტთან მნიშვნელოვნად გაძლიერდა,  მათ შორის, უფრო აქტიური გახდა თანამშრომლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან,  მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და  აუდიტის სამსახურის ერთობლივი მუშაობა კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საპარლამენტო ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტზე და ასევე უზრუნველვყოთ ამ ინსტიტუტის მაქსიმალური დამოუკიდებლობა”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კანონმდებელი ამბობს, რომ  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.  

„უნდა გაძლიერდეს საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის მუშაობა. სახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, რომ მოვახდინოთ სახელმწიფო და საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური კონტროლი და ტრანსპარანტულობა იმ ხარჯების, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს,“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები