ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს
28 ივნისი, 2017, 11:26
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  მომხმარებელს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომხმარებელს სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით სოციალური ქსელითაც მიმართავს.

კობა გვენეტაძე  საკუთარი facebook გვერდზე წერს, რომ კომპანიები ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს შესაძლოა  საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, "ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს. ამასთან, ეს კომპანიები სებ-ის ზედამხედველობის მიღმა ოპერირებენ.

„ბოლო პერიოდში ბაზარზე გამოჩნდა ისეთი  კომპანიებიც, რომლებიც თანხის მათთან დაბანდების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აღებული სესხების დაფარვასაც სთავაზობენ. კომპანიები ასევე ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ისინი ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ“, - წერს მთავარი ბანკირი და მოსახლეობას მოუწოდებს. თანხების დაბანდებამდე, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება.

კობა გვენეტაძე იმასაც აღნიშნავს, რომ შეთავაზებული მაღალი სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს, ამიტომ, მომხმარებლებს უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვისა და იმის გარკვევისკენაც მოუწოდებს ვის ანდობს დანაზოგს.

აღსანიშნავია, რომ  მომხმარებელთა დაცვა და ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის პრიორიტეტებს შორისაა და სებ-ი კამპანიასაც აწარმოებს მოსახლეობაში ფულის გონივრულად დაზოგვის კულტურის ამაღლებისთვის.

ამ მიზნით, სებ-მა  გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მხარდაჭერით, შეიმუშავა სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ სივრცისთვის განკუთვნილი ვიდეო და აუდიო მასალა, რაც ხელს შეუწყობს საყურადღებო ინფორმაციის მიზნობრივ სეგმენტამდე ეფექტურად მიტანას:

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები