| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქართულენოვანმა Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები დაასახელა.
რეიტინგის ლიდერი სოლომონ კვირკველიაა. ჟურნალის ცნობით, საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველის სატრანსფერო ღირებულება 3,5 მილიონ ევროს შეადგენს. კვირკელიას სატრანსფერო ღირებულება 2016 წელს 5 მილიონ ევროს შეადგენდა.
მეორე პოზიციაზეა ვაკო ყაზაიშვილი. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მომავალი წლიდან San Jose Earthquakes-ის ღირსებას დაიცავს, ამ ტრანსფერის ღირებულება კი არაოფიციალური ინფორმაციით, 2 მილიონი ევროა. ის 3 მილიონად არის შეფასებული, გასულ წელთან შედარებით, მისი ღირებულება ნახევარი მილიონი ევროთი შემცირდა.
სამეულშია 24 წლის ჯანო ანანიძეა, რომელიც წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა. მისი ფასი 3 მილიონ ევრომდე მერყეობს.
მეოთხე პოზიციაზე გურამ კაშიაა. ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანი 2,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ხუთეულს თორნიკე ოქრიაშვილი ხსნის, რომელის საბაზრო ფასი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს. შარშანდელთან შედარებით, მისი ღირებულება 300 000 ევროთია შემცრიებული, რაც ძირითადად ტრავმებით არის გამოწვეული.
10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის საერთო ღირებულება 17.7 მილიონ ევროს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss