ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკირი: თიბისი ისე განვითარდა, შესაძლებელია 1 ღამეში 50 მილიონამდე ფუნტის გარიგება დაიდოს
29 ივნისი, 2017, 13:07
ბანკირი: თიბისი ისე განვითარდა, შესაძლებელია 1 ღამეში 50 მილიონამდე ფუნტის გარიგება დაიდოს

თბილისი (GBC) - Societe Generale-ს მიერ თიბისი ბანკის აქციების გაყიდვას ბანკში ნორმალურ პროცესად აფასებენ, იმ ფონზე, როდესაც ფრანგული ბანკის საქართველოდან გასვლა ისედაც დაანონსებული იყო. 

თიბისის  გენერალური დირექტორის მოადგილე აქცენტს ბანკის აქციებისადმი დიდ ინტერესზე აკეთებს.  

„როდესაც კომპანია ბირჟაზე ივაჭრება აქციების ყიდვა- გაყიდვა ნორმალური პროცესია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკი ისე გავითარდა, რომ შესაძლებელი გახდა ამ მასშტაბის გარიგების განხორციელება და ერთ ღამეში 50 მილიონამდე ფუნტის ღირებულების აქციის გაყიდვა,“- ამბობს  გიორგი შაგიძე.

აღსანიშნავია, რომ Societe Generale-სგან  თიბისი ბანკის აქციები, ბანკის 5,61%-იანი წილი დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუციონალურმა  ინვესტორებმა იყიდეს.

დღეის მდგომარეობით თიბისი ბანკის მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები არიან EBRD (8,4%), JP morgan (7,77%), Schroder Investment Management (7.72%), Dunross&Co (5.70%).  

ბანკში აღნიშნავენ, რომ Societe Generale თიბისი ბანკის 2,8 მილიონ აქციას ფლობდა. მაშინ, როდესაც Societe Generale - ს თიბისი ბანკის აქციები გადაეცა, მისი ერთეულის ღირებულება 12,91 ფუნტი იყო, ხოლო აქციის ფასმა გუშინ 15,25 ფუნტი შეადგინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები