| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საქართველოსა და სომხეთს აქვს ორმხრივი სავაჭრო ურთერთობების განვითარების დიდი პოტენციალი და ჩვენ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ერევანში სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრთან, სურენ კარაიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი საკითხები.
გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით 29 ივნისს ერევანში იმართება.
მინისტრის განცხადებით, პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახდნენ მიმზიდველი პლატფორმა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის მთავრობებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი კერძო კომპანიებს მნიშვნელოვან სავაჭრო ბაზრებზე გასვლისა და დივერსიფიკაციის პროცესებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss