| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სავალუტო ინტერვენციების გამო, ეროვნულმა ბანკმა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსის ქება დაიმსახურა.
ეკონომისტმა დავით ასლანიშვილმა მოსაზრებები Facebook-ში თავის გვერდზე დაწერა. ის მიიჩნევს, რომ " მართალია დაგვიანებით, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა აგრძნობინა საბანკო ოლიგოპოლიას, რომ ის არის წესების განმსაზღვრელი ფინანსურ ბაზრებზე, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს და არა, პირიქით".
ბაზრაზე არსებული ფონის გათვალისწინებით, ასლანიშვილი სებ-ის სავალუტო ინტერვენციებსაც ეთანხმება და რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს:
1) საკმაოდ ხელსაყრელ კურსში ხდება ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების შევსება, რომელიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სამი თვის იმპორტის ტოლფასი უნდა იყოს;
2) ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი გათვლილია 2,50 და სავალუტო პოლიტიკამ ხელი არ უნდა შეუშალოს ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას;
3) ლარის შედარებითი სიმყარის ინდექსი (RSI – Relative Strength Index) არის სტაბილური უკანასკნელი სამი თვის აპრილ-ივნისის განმავლობაში 40-60 კორიდორში.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი აშშ დოლარის გლობალური გაუფასურებასაც მიმოიხილავს და ბევრი არსებითი ფაქტორის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ "გამართლებულია განვითარებად ქვეყნებში და, მათ შორის საქართველოშიც, მთავრობების და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არ მოიხიბლონ საკუთარი ვალუტების გამყარების ილუზიით და რაციონალურად შეაფასონ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის ოპტიმალური დონე".
ასლანიშვილი სებ-ს რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევს:
1) ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა მიიღოს, თუ საჭიროა რადიკალური ღონისძიებებიც, ინფლაციის მოსათოკად, რაც მათ შორის საბანკო ოლიგოპოლიისთვის რეფინანსირების პირამიდაზე უარის თქმას გულისხმობს.
2) ინფლაციის მოთოკვა აუცილებელია იმისთვის, რომ ლარიზაციის პროცესს ხელი არ შეეშალოს - ე.ი. ეკონომიკის სუბიექტებმა ლარის მიმართ ნდობა არ დაკარგონ.
3) ინფლაციის მოთოკვისთვის მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს ხარჯვითი დისციპლინა, რათა იმპორტირებულო ინფლაციამ და საბიუჯეტო ინფლაციამ, როგორც ინფლაციის კომპონენტებმა, დამატებითი წნეხი არ წარმოშვან სამომხმარებლო ფასების ინდექსზე.
4) სავალუტო ნაკადების სეზონურობა აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს უწყვეტი შემოდინებებით, რაც მხოლოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტების (ანაკლია, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა) რეალურად განხორციელებით იქნებოდა შესაძლებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss