| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბორჯომ -ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მასთან ერთად, კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭება სარკინიგზო ხაზის გასწვრი არსებულ სადგურებს, წაღვერი -ცემის სარკინიგზო ხიდს და პორტერის ტიპის ორთქლმავალს.
აღსანიშნავია, რომ რომანოვებმა ახალი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის - ბორჯომი-ბაკურიანის მშენებლობა, ხაშურ-ბორჯომის რკინიგზის მონაკვეთის გაყვანის შემდეგ, 1897 წელს წამოიწყეს.
მშენებლობის პროცესში კურორტ წაღვერთან საჭირო გახდა ხიდი, რომელიც მიხეილ რომანოვმა ალექსანდრ გუსტავ-ეიფელს შეუკვეთა. დიდი ფრანგი არქიტექტორის მიერ კონსტრუირებული ნაგებობა საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე გადეს. მაღალმთიან რაიონებში კურსირებისთვის საგანგებოდ ინგლისიდან ჩამოიყვანეს „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი - „კუკუშკა“. მართალია, 1967 წლიდან პატარა ორთქლმავალი ელექტრომატარებელმა შეცვალა, თუმცა ჩვეულებისამებრ ხალხი მასაც "კუკუშკას" ეძახის.
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის სიგრძე შეადგენს 38 კმ-ს და სიგანე 900 მმ-ს. იმის გამო, რომ გზაზე არის მრავალი სირთულე და მოსახვევი, მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 2.5 საათს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss