| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მაისში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა.
საჯარო რეესტრის სააგენტოს ცნობით, სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წლიურად 51%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 70 532 ერთეული შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 19.7%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (20.7%-ით), ისე მეორადი (19.3%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
აღსანიშნავია რომ წლიურ ჭრილში უძრავი ქონების პირველადი ტრანზაქციები 103 %-ით არის გაზრდილი, ისე მეორადი კი, 37.9%-ით. აღსანიშნავია ისიც, რომ სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 19 117 ერთეული შეადგინა, საიდანაც 13 693 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა.
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 51 415 ერთეული შეადგინა, საიდანაც 8 511 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 4 018 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss