ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით ორგანიზებული  გახდი ოლიმპიელი 2017  დასრულდა
30 ივნისი, 2017, 11:24
ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით ორგანიზებული  გახდი ოლიმპიელი 2017  დასრულდა

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკის ხელშეწყობითა და საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით  “გახდი ოლიმპიელი 2017”-ის დაჯილდოვება ჩატარდა.

ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი არის, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2016 წლის 11 აპრილს დაარსდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან  მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მონაწილე ოლიმპიელები, მათ შორის ოქროს , ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.

საქართველო მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში 1992 წლიდან მონაწილეობს. დღემდე მოპოვებულია ორი ოქროს მედალი. აქედან ერთი ოქროს მედალი მოიპოვა კავშირის წევრი ოლიმპიელების მოსწავლემ.

„გახდი ოლიმპიელი 2017”-ში  მონაწილეობა მიიღო  დედაქალაქის და სხვა რეგიონების  სკოლების მე-6-ე კლასის 1000-მდე  მოსწავლემ. ხოლო ფინალურ ტურში გადავიდა 73 მონაწილე.

დაჯილდოვებაზე 3 მონაწილეს გადაეცა პრიზები - პირველი, მეორე და მესამე ადგილისათვის, ხოლო ოლიმპიადის ფინალური ტურის დანარჩენ მონაწილეებს საპატიო სიგელები (8 მონაწილე) და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის სერტიფიკატები (73 მონაწილე) ხვდათ წილად.

" განათლების ხელშეწყობა არის   ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული ცოდნისა და უნარჩვევების მიღება, რათა თითეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა.  მინდა მივულოცო ოლიმპიადაში გამარჯვებულ, ქვენისთვის საამაყო თითოეულ მონაწილეს და ვუსურვო უდიდესი წარმატება. - განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.

 „გახდი ოლიმპიელი“ უკვე მეორე წელია რაც ტარდება. საგულისხმოა, რომ წინა წლიდან მოყოლებული, ოლიმპიადის წარმატებულ მონაწილეებს კავშირის წევრები ამეცადინებენ. ამ წელს კი ამ  მეცადინეობებს  „გახდი ოლიმპიელი 2017“-ის  წარმატებული მონაწილეები და გამარჯვებულებიც შემოუერთდებიან. ჩვენი მიზანია ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, რადგან განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის“- აღნიშნა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები