| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – IDFI „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მთავრობისა და ეროვნული ბანკის მომზადებულ კანონპროექტს იწუნებს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროექტი წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებთან. კერძოდ, პროექტი აყალიბებს უთანასწორო მიდგომას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიმართ; ასევე საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას იმ პირების ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების მიმართ, რომლებიც კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე აირჩევიან;
IDFI მიიჩნევს, რომ ეს პროექტი რეგულირების მიღმა ტოვებს საბჭოს წევრთა ნაწილის ოჯახის წევრზე ინტერესთა შეუთავსებლობის წესების მოქმედებას და ეკონომიკური ინტერესების გაცხადების და გამოქვეყნების ვალდებულების გავრცელებას საბჭოს წევრების ნაწილზე; ასევე არღვევს კორუფციის პრევენციის რეგულირების იერარქიულად გავრცელების პრინციპს. ინტერესთა შეუთავსებლობის კანონის წესებს აღარ დაექვემდებარება ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანო, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი, ხოლო უფრო მკაცრი წესები გავრცელდება პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებზე;
IDFI-ის მოსაზრებით ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭირო კონსულტაციების გავლის გარეშე ამ ცვლილების მიღება გამორიცხავს მასთან დაკავშირებული რისკების შესწავლის შესაძლებლობას და ქმნის ნეგატიურ პრეცედენტს. სწორედ ამიტომ, IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას ცვლილების მიღება მისი რისკების გაანალიზებისა და მხარეთა ჩართულობის გარეშე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss