| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას მარტვილის მოსახლეობაც შეძლებს.
მალე ქალაქში იუსტიციის სახლის მშენებელობა დაიწყება. მარტვილის იუსტიციის სახლი 700 კვ. მეტრი იქნება და ის 6616 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება.
მარტვილის იუსტიციის სახლი მე-20 იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს.
დღიესათვის, იუსტიციის სახლის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, მარნეულის, მესტიის, ახალციხის, ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის იუსტიციის სახლებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss