ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წინანდლის მუსიკალური ფესტივალისთვის მზადება იწყება
6 ივლისი, 2017, 12:30
წინანდლის მუსიკალური ფესტივალისთვის მზადება იწყება

თბილისი (GBC) - წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება, - იწყება მზადება საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან ყოველწლიურად, აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წინანდლის ფესტივალს, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აფინანსებს, უმაღლესი დონის არტისტების შესრულებასთან ერთად, განათლების კომპონენტიც ექნება.

პროექტი „სილქ როდ ჯგუფთან" ერთად ხორციელდება, თანადაფინანსებას კი ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ორგანიზებაში ჩართულნი არიან პროფესიონალები ევროპის ქვეყნებიდან, ასევე - ისრაელიდან, რომლებიც ამ ტიპის ყველაზე ცნობილ ფესტივალებს ევროპის მასშტაბით აკეთებენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები