| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა რეფორმებმა და საგარეო სექტორის დასტაბილურებამ“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი რეალური ეკონომიკური ზრდის 4%-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი. 2017 წლის 5 თვის წინასწარი მაჩვენებლით, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 4,5%, ხოლო მაისის მაჩვენებელმა 5,3% შეადგინა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორთა შორის დაასახელა მნიშვნელოვანი ზრდა ექსპორტის, ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების და ფულად გზავნილების მიმართულებით.
მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებული რეფორმების შედეგებს. მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, მაისში (პირველი სავადო) წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში.
მისი თქმით, წელს 500 მლნ ლარი იქნება ის თანხა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დარჩება ეკონომიკაში.
„ეს კი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ინვესტიციებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრი ამბობს, რომ გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების შედეგად, განვლილ 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143,8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269,7 მლნ ლარით (30,9%) აღემატება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss