| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
გადადგომამდე კახა კალაძემ მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის 5 წლიანი ანგარიში - ენერგეტიკული (რ)ევოლუცია წარადგინა.
მან დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე - ელექტროსადგურებზე (ჰიდრო, თბო და ქარის სადგურებზე), გაზიფიცირებაზე, უშუქო სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ენერგოეფექტურობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე საერთაშორისო და სამომავლო პროექტებზე. აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მრავალი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდათ, რადგანაც „ყოველთვის იყვნენ ენერგეტიკული პროექტების მოწინააღმდეგენი“.
კალაძემ მისი მინისტრად წარდგენაც გაიხსენა - „ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ მეთაკილება თქმა, მე დავიწყე ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, გუნდთან ერთად. ჩვენ შევძელით ის, რაც შევძელით და შედეგი სახეზეა“.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად, 24 საათის განმავლობაში შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ ენერგეტიკის დარგი ყოფილიყო წარმატებული, რადგან შეუძლებელია ქვეყნის განვითარება და წინსვლა, თუ ქვეყანა ენერგეტიკულად არ იქნება განვითარებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უკვე ცნობილია, რომ კახა კალაძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. "ქართულმა ოცნებამ" ყოფილი ცნობილი ფეხბურთელი და უკვე ექს-ენერგეტიკის მინისტრი კანდიდატად 1 ივნისს წარადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss