ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო საგარეო ვალის გადახდას ქვეყანაში წარმოებული პროდუქციით შეეცდება  
7 ივლისი, 2017, 17:05
საქართველო საგარეო ვალის გადახდას ქვეყანაში წარმოებული პროდუქციით შეეცდება  

თბილისი (GBC) – მთავრობა  საგარეო ვალის გადახდაში კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

უკვე განისაზღვრა სპეციალური წესი, რომელიც იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების ვალის მომსახურებაში ჩართვას არეგულირებს.

წესის თანახმად, შესაძლებელი ხდება კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდების საშუალებით საგარეო ვალის მოცულობის შემცირება. ამ მიზნით, კომპანიასთან წინასწარ ფორმდება ხელშეკრულება და პირობებიც წინასწარ გაიწერება, მათთვის დაფინანსება კი, საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოფა.

„წესის მიზანია საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯების შემცირება, ეროვნული წარმოების სტიმულირება და იმ პირთა საქმიანობის ხელშეწყობა, რომლებიც უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ახორციელებენ კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდებას“, - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

პირობაშია ისიც, რომ მიწოდებული პროდუქციის თითოეული ერთეულის არანაკლებ 50%-ისა უნდა იყოს წარმოებული  საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძვლად ჩაითვლება საქართველოს საგარეო ვალის კრედიტორი ქვეყნის წინაშე კონკრეტული თანხით შემცირების თაობაზე კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი/დოკუმენტაცია. 

მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები