| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება ახალი ვებგვერდით -www.nenskrahydro.ge გახდა შესაძლებელი.
სს „ნენსკრა ჰიდროს“ ცნობით, პორტალზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე, განთავსდება ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიში და სხვა.ა
ამოქმედდა გასაჩივრების მექანიზმის ონლაინ-ფორმაც. გასაჩივრების მექანიზმის მიზანი იმ საჩივრებზე რეაგირებაა, რომლებიც შესაძლოა, გაუჩნდეთ ადამიანებს, რომელთაც პროექტი უშუალოდ ეხებათ.
შეგახსენებთ, სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის - ნენსკრა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს. ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss