| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ილია ელოშვილი წარადგინა.
ელოშვილი ამ დრომდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო და გასული წელს რამდენიმე თვით (09.09.2016-27.11.2016) მინისტრის სავარძელსაც იკავებდა, მაშინ როდესაც კახა კალაძე "ქართული ოცნების" სახელით საპარლამენტო არჩევნებში იბრძოდა
კახი კალაძე ამჯერად, "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარადგინა.
ელოშვილს მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს: 2002-2003წწ. შპს "ოსტორ-ნიდერლანდები", კონსულტანტი; 2003-2004წწ. შპს "გორგასალი", კომერციული მენეჯერი; 2004-2005წწ. "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია /PA Consulting Group"-i, დასავლეთის ცენტრალური რეგიონის დირექტორი; 2005-2006წწ. "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია /PA Consulting Group"-ი, დასავლეთ რეგიონის დირექტორი; 2006-2007წწ. ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო", ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი; 2007 წელს ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო", მთავარი აღმასრულებელი ოფიცერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2007-2008წწ. შპს "ვისოლ პეტროლიუმი", გენერალური დირექტორის მოადგილე; 2008 წელს "ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია", გენერალური დირექტორი; 2008-2010წწ. ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო", აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; 2010-2011წწ. შპს "ნიუ ენერჯი", ტექნიკური დირექტორი; 2011-2012წწ. ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტი Tetra Tech Inc-ი, ხელმძღვანელის მოადგილე; 2012 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss