| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრმა გორელ მეწარმეებს ხილის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო.
ტრენინგს აგრარული უნივერსიტეტის, მეხილეობის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი ზვიად ბობოქაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს ხეხილის სექტორთან დაკავშირებული საკითხები- ხეხილის ინტენსიული ბაღების გაშენება-მოვლა, ახალი ჯიშების ბიულოგიურ-სამეურნეო თავისებურებები; მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული ღონისძიებები და სხვ.
„ტრენინგების მეორე ტალღა საქართველოს 4 რეგიონში წარმატებით დავასრულეთ. უკვე ვგეგმავთ მსგავს ღონმისძიებებს მომდევნო თვეშიც. მეწარმეთა ინტერესი დიდია და ჩვენ, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ვეცდებით მაქსიმალურად საინტერესო და საჭირო თემებით დავტვირთოთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები“ - განაცხადა DCFTA-საინფორმაციო ცენტრის პროექტის ხელმძღვანემა გიორგი ვეკუამ.
DCFTA საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss