| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკმა სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები ისევ დააანონსა.
ბანკის გენერალურმა დირექტორმა უკვე მოუწოდა აქციონერებს მხარი დაუჭირონ საბჭოში ირაკლი რუხაძის, გიორგი კალანდარიშვილის და დავით შონიას შესვლას, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკი ამ ცვლილებების წინააღმდეგი არ იქნება.
საკითხზე ბანკის აქციონერები 14 აგვისტოს იმსჯელებენ.
ამავე კრებაზე ლადო გურგენიძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც უნდა განიხილონ, თუმცა ცნობილი ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციასაც მიიღებს.
უნდა მოხდეს ლადო გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და ხელშეკრულების ხელმოწერის თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეწყვეტის შეტყობინება გაგზავნილი იქნება 2018 წლის 1 იანვრამდე.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ გურგენიძე თავად ამავე ვადაში, გაუგზავნის ბანკს ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებას, ის ასევე მიიღებს კომპენსაციას.
შეგახსენებთ, დღეისათვის ბანკის საკონტროლო პაკეტს "ლიბერთი ჰოლდინგი" ფლობს.
"ჰანიველ პარტნერსმა" კი, "ლიბერთი ბანკის" საკონტროლო პაკეტის ყიდვის გეგმაზე ჯერ კიდევ 2016 წლის გაზაფხულზე განაცხადა, თუმცა ამ დრომდე გარიგების დასრულება ვერ შეძლო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss