| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრინსოტნის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა ახალი სახეობის „ჭკვიანი ფანჯარა“ გამოიგონეს, რომელიც ავტომატურად იმუხტება, აქვს დაბალი ღირებულება, ადვილად მონტაჟდება არსებულ ფანჯრებზე და საგრძნობლად ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯებს, - ინფორმაციას sciencedaily -იმ გაავრცელა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოდაიჯესტშიც მოხვდა.
სისტემა შეიცავს მზის უჯრედებს, რომელიც შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს, ხოლო შედეგად, ფანჯრები ავტომატურად იტენება
.„მზის შუქი არის ულტრაიისფერი სხივებისაგან შემდგარი ელექტრომაგნიტური რადიაციის, ხილული სინათლისა და ინფრაწითელი ენერგიის ერთობლიობა. ჩვენ გვსურს, რომ „ჭკვიანმა ფანჯრებმა“ ავტომატურად აკონტროლოს გარედან შემომავალი ბუნებრივი სინათლისა და სითბოს ოდენობა, რაც დაზოგავს ენერგიაზე გასაწევ ხარჯებს“, - განაცხადა „ენერგეტიკისა და გარემოს ცენტრის“ დირექტორმა და ინჟინერიის პროფესორმა იუ-ლინ ლუმ.
ე.წ. „ჭკვიანი ფანჯარა“ აკონტროლებს ინფრაწითელი სხივებისა და სინათლის შენობაში შეღწევას, ხოლო ახალი სახეობის მზის უჯრედები ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით ამარაგებს სისტემას.
Nature Energy-ის პუბლიკაციაში მკვლევარებმა აღწერეს, თუ როგორ გამოიყენეს ორგანული ნახევრაგამტარები მზის უჯრედების შესაქმენლად. ამ მასალის ქიმიური 21 სტრუქტურა მცირე დიაპაზონის მქონე ულტრაიისფერი სხივების შთანთქმის საშუალებას იძლევა.
მზის უჯრედების შესაქმნელად, ნახევარგამტარი მოლეკულები მაგრდება მინაზე და მზის სინათლის მოხვედრისას ის აქტიურდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ენერგია. ამავდროულად, მკვლევარებმა შექმენს „ჭკვიანი ფანჯარა“, რომელიც პოლიმრებისგან შედგება. პოლიმერები მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს და ფანჯრის გამჭირვალობის დონეს აკონტროლებს - როდესაც მზის სხივები ხვდება ფანჯარას, ის მუქდება. გამუქებული მინა 80%-მდე მზის სინათლეს ბლოკავს.
პრინსოტონის უნივერსიტეტის დორქტორანტურის სტუდენტისა და Nature Energy-ის პუბლიკაციის ავტორის ნიკოლას დეივის განცხადებით, პრინსტონის მკვლევართა გუნდის მიზანია „ჭკვიანი ფანჯრების“ უფრო მოსახერხებელი ვერსიის შექმნა, რომლის არსეებულ ფანჯრებზე დამონტაჟება ლამინირების გზით იქნება შესაძლებელი.
„მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება უსადენო „ჭკვიანი ფანჯრების“ წებოვანი ლამინატი, რომელიც ფანჯრების შიგნიდან მაგრდება. სახლში შემავალი მზის სინათლის კონტროლი ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც საგრძნობლად გაზრდის ენერგოეფექტურობას და უფრო კომფორტულს გახდის საცხოვრებელ გარემოს“, - განაცხადა დეივმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss