| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომერციული ბანკების საკრედიტო პორფელი 18.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში დაკრედიტება 211.9 მლნ ლარით (1.1 %- ით) არის გაზრდილი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.6 %-ით)
მზარდია ლარში გაცემული სესხების მოცულობაც. ზრდა 255.5 მლნ ლარი, ანუ 3.4%-ია, იმ ფონზე, როდესაც უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.5 მლნ ლარით (0.39 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44 პროცენტით გაიზარდა).
იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.1 მლრდ ლარის (0.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით მეტი).
2017 წლის ივნისის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 184.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 9.7 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.01 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.70 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss