ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ტერაბანკმა FMO-სგან 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო
25 ივლისი, 2017, 18:41
ტერაბანკმა FMO-სგან 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

თბილისი (GBC) -    ნიდერლანდების განვითარების ფინანსურმა კომპანია (FMO) ტერაბანკს 12.5 მლნ დოლარი გამოუყო. 

თანხა  საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და ბიზნესში ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად იქნება მიმართული.

ბანკის ცნობით,  ხელშეკრულების გაფორმებით იწყება ტერაბანკს და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას შორის გრძელვადიანი ურთიერთობა, რაც დაფინანსების გარდა მოიცავს FMO-ს მხრიდან ტერაბანკისთვის კონსულტაციების გაწევას ბიზნესში ჩართული ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც ცნობილია, ტერაბანკი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ამ სეგმენტზე გათვლილი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვა შესაძლებლობას მისცემს ბანკს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს დაკრედიტება ამ მიმართულებით.

შეგახსენებთ,  ტერაბანკი უკვე 18 წელია საქართველოს ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირებს. ბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს - დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.

ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია 1970 წელს დაარსდა და წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობას. კომპანიის წილების 51%-ს ფლობს ჰოლანდის სახელმწიფო, ხოლო 49%-ს - კომერციული ბანკები, პროფკავშირები და კერძო სექტორის სხვა  წარმომადგენლები. FMO აქვს სამმაგი A რეიტინგი როგორც Fitch-საგან, ასევე Standard & Poor’s-საგან.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები