| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ავტობანის გამო სასოფლო ნაკვეთებს მოწყვეტილი რუისისა და აგარის სოფლებისთვის გზების რეაბილიტაცია ჩატარდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 8 პრეტენდენტს შორის უკვე შეარჩია კომპანია, რომელიც სამუშაოებს ჩაატარებს. აზერბაიჯანულმა კომპანიამ Ramco 3 123 429.79 ლარის კონტრაქტი მოიპოვა.
კომპანია რუისი –აგარა-აგარას შემოვლითი გზის კმ 95 - კმ114 მონაკვეთის გასწვრივ სოფლის გზების რეაბილიტაციას მოახდენს. სამუშაოების ხანგრძლივობა 4 თვეა.
აღსანიშნავია, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობის შედეგად მიწის ნაკვეთებთან ხელმისაწვდომობა ადგილობრივ რუისის მოსახლეობას გაუხდა შეზღუდული და აგრეთვე სოფელში მოძრაობა გახდა შეუძლებელი, რადგან მისასვლელი გზები რუისი– აგარა–აგარის შემოვლითი გზის მონაკვეთის პროექტირების და მშენებლობის ეტაპებზე არ იყო გათვალისწინებული.
უწყებაში ამბობენ, რომ გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია ხდება იმისათვის, რომ მაგისტრალზე სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისა და შინაური ცხოველების მოძრაობის უსაფრთხოება დაცული იქნეს და ადგილობრივი მოსახლეობას შეეძლოს სასოფლო ნაკვეთებთან წვდომა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss