| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (gwp) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ხელშეწყობით რესურსების დაზოგვას, ენერგოეფექტურობის ამაღლებას გეგმავს.
მხარეებმა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, რომელის ფარგლებში IFC-ის რეკომენდაციით, gwp ენერგომოხმარების მაჩვენებლებს მსოფლიოს სხვა კომპანიების მაჩვენებლებს შეადარებს და წყლისა და ენერგიის ხარჯის შემცირების ღონისძიებებს დასახავს. ეს კი, თავის მხრივ, კომპანიის სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„კომპანია gwp მუდმივად ზრუნავს გარემოზე და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაზრდაზე. IFC-ის მხარდაჭერით გავატარებთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგომოხმარების შემცირებას, სტაბილური წყალმომარაგებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას,“ - აცხადებს gwp-ის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე.
საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის ენერგომოხმარება 17%-ით შემცირდეს, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) საშუალოდ 5%-იანი ზრდის პარალელურად. ამ მიზნის მისაღწევად ეკონომიკის ყველა დარგში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაა საჭირო.
„IFC-ის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის წყალმომარაგების 50-ზე მეტ კომპანიასთან მუშაობის შედეგად დაგროვდა, ადასტურებს, რომ ენერგოეფექტურობას სარგებელი მოაქვს ყველასთვის - დადებითად აისახება როგორც ბიზნესზე, ასევე გარემოზე. შედეგად, შესაძლებელია ენერგომოხმარების დაახლოებით 30%-ით და წყლის დანაკარგის 80%-ით შემცირება,“ - აღნიშნა IFC-ის გლობალური საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა მილაგროს რივას საიზმა.
კლიმატის ცვლილებებზე რეაგირება IFC-ისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. დღეისათვის IFC-მ 15.3 მლრდ-ის აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა მსოფლიოში ენერგიის განახლებადი წყაროების, ენერგოეფექტურობის, კლიმატის ცვლილებებზე მორგებული აგრობიზნესის, „მწვანე შენობების“ და ე.წ. „Smart Cities“ („ჭკვიანი ქალაქების“) განვითარების სფეროში.
ამასთან ერთად, IFC-მ ინვესტორებისგან 10.1 მლრდ. აშშ დოლარი მოიზიდა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss